"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას - პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ - ეხმაურება და ამბობს, რომ პარტიებს სახელმწიფომ დაფინანსება 2008 წელსაც შეუწყვიტა, თუმცა, ეს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სასარგებლო მაგალითი არ არის. როგორც ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, ამ ანტიკონსტიტუციური კანონის შეცვლა მაშინ ამერიკელმა დიპლომატმა, კონდოლიზა რაისმა მოითხოვა და კანონი შეიცვალა კიდეც.
"2008 წელს შეგვიწყვიტეს დაფინანსება 2-3 თვით. ალბათ, ისიც უნდა ახსოვდეთ, რა გაგრძელება ჰქონდა ამას და ეეს მათთვის სასარგებლო მაგალითი არ არის. კარგი, შეიძლება, "ნაციონალურ მოძრაობას" ნიშნი მოუგე, მაგრამ შენ რატომ იქცევი იგივენაირად, თუ თვლი, რომ ის არ იყო სწორი საქციელი და მეორე, მე ცხადად მახსოვს, კონდოლიზა რაისმა პირდაპირ მოითხოვა, რომ ეს ანტიკონსტიტუციური კანონი შეცვლილიყო და შეიცვალა კიდეც", - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
ამასთან, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, 2008 წელს ყოფილი სახალხო დამცველი და ახლა "ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი, პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდნენ, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა.
"სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღებით, იმ პარტიების მიმართ გატარებულმა სანქციამ, რომლის პროპორციული სიით არჩეულმა პირებმა უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26–ე მუხლის მე–2 პუნქტით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–11 მუხლით აღიარებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის თავისუფლების პრინციპს", - ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში, გვ.61.
ამასთან, ფიქრია ჩიხრაძე იხსენებს, რომ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ბიძინა ივანიშვილიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენდა, თუმცა, მას კამპანიაში მონაწილეობის უფლება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც: