"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ჩარკვიანი, "მთავარ არხზე", თამარ ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში "მთავარი დებატები" ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს ატყუებდა, თითქოს პარლამენტში შესვლაზე რამდენიმე პარტია დაიყოლია.
ვერც კი გაბედავს, შემეკამათოს, იმდენად დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს: ირაკი კობახიძე იყო, ვინც ბიძინა ივანიშვილს ატყუებდა და ეუბნებოდა, რომ რამდენიმე პარტია, მოლაპარაკების პროცესის დროს დაიყოლია პარლამენტში შემოსვლაზე, ეუბნებოდა, რომ აი, ახლა 7 პარტია შემოდის, ახლა 9 შემოდის... არ მინდა დავაკნინო ალეკო ელისაშვილი, მან უკვე დაიკნინა თავი საზოგადოების წინაშე, ალბათ, ამ სახის პარტიებს გულისხმობდა... რა თქმა უნდა, ივანიშვილს, როგორც ფეოდალს, მონის სჯეროდა და ის შეცდომა იყო, რის გამოც კობახიძემ საყვედური მიიღო, მოკლედ, ჩვენ უნდა ვინატროთ "ქართულ ოცნებაში" ბევრი კობახიძე,-განაცხადა "მთავარ დებატებში" თამარ ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:
აქვე გეტყით, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.
აქვე გეტყვით, რომ მეხუთე რაუნდამდე, ბარიერგადალახული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 51-მა პარლამენტს უკვე მიმართა. უახლოეს დღეებში განცხადების დაწერას აპირებს "პატრიოტთა ალიანსი''.
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: