წარმოდგენა არ გაქვს რით არის დაკავებული ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ოპოზიცია პრეზიდენტის სარჩელზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაგზავნილ სარჩელს ოპოზიციაში არაადეკვატურს უწოდებენ, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი სერგი კაპანაძის აზრით, ეს "ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რით არის დაკავებული ჟურნალისტური ეთიკის ქარტია".

"ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქეების ნების ამსახველი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, იგი არის ჩვეულებრივად "ქართული ოცნების" დანამატი. მისი არაადეკვატური განცხადებები ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია და ზუსტად გამომდინარეობს იმ შინაარსიდან, რომელიც აქვს ამ ფიგურას, რომ იყოს რეჟიმის ერთერთი წამომადგენელი", - ამბობს ხატია დეკანოიძე, "ენმ"-ს წარმომდგენელი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე პასუხი გუშინ გაავრცელა, სადაც უარს ამბობს სარჩელის განხილვაზე და ამ უარს ასაბუთებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი