კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტის გამოჩენაზე გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნები წინა კვირას ალაპარაკადნენ. მათივე თქმით, ვირუსის ახალი შტამი არა მხოლოდ სწრაფად ვცრელდებოდა, არამედ უფრო გადამდებიც იყო.
სინამდვილეში, კორონავირუსის ამ ვარიანტმა გავრცელება სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ნოემბერში ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 28% სწორედ ამ შტამის მატარებელი იყო, დეკემბერში კი ამ რიცხვმა 62%-ს მიაღწია.
"დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი არა მხოლოდ სწრაფად გავრცელებადი, არამედ უფრო გადამდებია და ქვეყანაში დომინანტური ვარიანტი ხდება. გადადების რიცხვით ის ამარცხებს სხვა მუტაციებს", - ამბობს ბრიტანეთის სამთავრობო სამეცნიერო ოფისის ხელმძღვანელი, პატრიკ ვალასი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვარიანტის კვლევა უკვე დაიწყო - "ვირუსის ამ ვარიანტს - N501Y-ს უკვე იკვლევენ ჩვენი ვირუსის ევოლუციაზე სპეციალიზირებული ჯგუფები.", - თქვა ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვემ.
ეპიდემიოლოგებისა და სფეროს ექსპერტების მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც კორონავირუსის მუტაციებს ეხება, ვკითხულობთ, რომ მუტაცია N501Y ვირუსის იმ ნაწილზე ახდენს გავლენას, რომელიც პასუხიმგებელია მისი ადამიანის სხეულში განთავსებაზე. შესაბამისად, СOVID-19-ის ეს ვარიანტი 0.4-ით მეტ ადამიანს დააავადებს, ვიდრე ჩვეულებრივი.
მიუხედავად ამისა, ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი არ არის და მოლოდინი აქვთ, რომ Pfizer/BioNTech--ს ვაქცინა, რომლითაც ქვეყანაში მოქალაქეები 8 დეკემბრიდან იცრებიან, ამ ვარიანტზეც იმოქმედებს.