ბრიტანეთის მოსახლეობა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით 8 დეკემბრიდან აიცრება

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთში მოქალაქეებს Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზას სამშაბათს, 8 დეკემბერს გაუკეთებენ. მოსახლეობის ვაქცინაცია ეტაპობრივად იგეგმება - პირველ ჯერზე აიცრებიან ექიმები, მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და მომვლელები, 80 წელს მიღწეული მოქალაქეები. 

"გართულებების მიუხედავად, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასობრივ ვაქცინაციის კამპანიას საავადმყოფოები სამშაბათიდან დაიწყებენ. ვაქცინის პირველ დოზას კლინიკებს ორშაბათს მიაწვდიან. NHS (ჯანდაცვის სერვისს) აქვს უდიდესი გამოცდილება ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროგრამების წარმატებით ჩატარებისა - დაწყებული გრიპის ვაქცინით, HPV ვაქცინით და დამთავრებული წითელას ვაქცინით. შრომისმოყვარე პერსონალი კიდევ ერთხელ გაუმკლავდება გამოწვევებს და დაიცავს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას ამ საშინელი ვირუსისგან", -  ამბობს NHS-ის წარმომადგენელი, პროფესორი სტივენ პოუისი.

საერთო ჯამში ქვეყანამ Pfizer/BioNTech ვაქცინის 40 მილიონი დოზა შეუკვეთა, რაც 67 მილიონიან ქვეყანაში მცხოვრები 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი. აქედან, 800 000 პირველივე კვირას იქნება ხელმისაწვდომი. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ბელგიიდან შესული ვაქცინის დოზები სპეციალურ საცავებში ინახება, რომლებშიც, მოთხოვნების თანახმად, ტემპერატურა -70 გრადუსია. სწორედ შენახვის რთული პირობების გამო ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი ერთი კვირა ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 50 საავადმყოფოდან გაიცემა. თუმცა, NHS ინგლისი ოჯახის ექიმებსაც მიმართავს და მოუწოდებს ვაქცინის ლოკალურ დონეებზე გასაცემად 14 დეკემბრისთვის იყვნენ მზად. 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრის

ცნობისთვის, 1 კვირის წინ ქვეყანაში ვაქცინის მინისტრიც დანიშნესნადიმ ზაჰანი მოამზადებს და უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც უკვე რამდენიმე დღეში მილიონობით ადამიანის აცრას დასჭირდება.

აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინა ორგანიზმში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი