ქვეყანაა თუ ბოსელი - გერმანიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

გერმანიის მოქალაქეს, ლუკა ბაქრაძეს, რომელსაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება ჰქონდა, ქვეყანაში არ უშვებენ. პირს, რომელმაც კოვიდ წესების დაცვით უპრობლემოდ გადმოკვეთა გერმანიის საზღვარი და საქართველოში ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლაზე უარი უთხრეს და სტამბულის გავლით გერმანიაში გააბრუნეს. 

"ჩამოვედი საქართველოში მას მერე რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ვებ გვერდზე 2 დეკემბერს დაიდო ინფორმაცია, რომ ცვილებები შევიდა საქართველოში შემოსვლის დადგენილებაში და რომ გერმანიის მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა... ჩამოვედი და მიშვებენ უკან. ორ საიტზე ოფიცილაური ინფორმაცია დევს, რომ გერმანიის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. ახლა მაბრუნებენ სტამბულის გავლით ბერლინში, ქვეყანაა თუ ბოსელი კაცმა არ იცის", - ამბობს ლუკა ბაქრაძე.

სფეროს ექსპერტების აზრით, ეს შემთხვევა დისკრიმინაციულია და სახელმწიფომ დამატებითი პრობლემები არ უნდა შეუქმნას იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა საქართველოში შემოსვლაც მათივე მიღებული დადგენილებით დაშვებულია.

"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის მოქალაქეებს არის მოქმედ კანონთან შეუსაბამო და კანონის უგულვებელყოფა, სასაზღვრო პოლიციის გამშვებ პუნქტზე მომუშავე პირების ქმედებები არის უკანონო და შესაძლოა შეიცავდეს დისკრიმინაციული ხასიათის ქმედებას", - ამბობს სფეროს ექსპერტი.

მომხდართან დაკავშირებით მთავრობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი