სისხლის კვალი, სიკვდილის გამომწვევი პრეპარატი, შეცვლილი ჩვენებები - დახურულ საქმეში დარჩენილი უპასუხო კითხვები 

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, საქმე დაიხურა - გვითხრა პროკურატურამ თვითმკვლელობის მიზეზად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა დასახელდა. 

უწყებამ ისევ ისაუბრა თამარის უფროსის მიმართ "გრძონებზე" და კვლავაც მიანიშნა ოჯახში კონფლიქტზე. 

საქმის დახურვისას პროკურატურამ წარმოადგინა ახალი განსხავვებული დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად ცვლის პირველ გარემოებას, რომ მანქანაში სისხლის წვეთებია.

მეორე დასკვნა წინააღმდეგობრივია და საუბარია მხოლოდ უჯრედულ ლაქებზე, როემლცი არა სისხლის არამედ მწერების მიერ გადატანილი ლაქებია.  

ბაჩალიაშვილის საქმის ერთერთი საკვანძო ეპიზოდი იყო ზარი ნორვეგიიდან, ნიკა გვარამიასთან, სადაც ქალბატონი ყვებოდა ამბავს თუ, როგორ დაუკავშირდა მას თამარ ბაჩალიაშვილი.

მოწმეები, რომლებიც მთელ ამ პროცესში ჩდებოდნენ მედიის წინაშე და ბაჩალიაშვილის ნახვას ადასტურებდენ, ადვოკატები ყვებიან, რომ საქმეში განსხვავებულ ამბებს ყვებიან და ხშირად უარყოფენ მათ მიერ მედიასთან დადასტურებულ ამბებს.

პროკურატურის მთავარი არგუმენტი Youtube-ის არხზე თამარის ჩანაწერებია, სადაც ის სუიციდზე საუბრობს. თამარის სუიციდისადმი მიდრეკილებას ადასტურებს მისი საუკეთესო მეგობარი დეაც.

დეა არც ადვოკატებს და არც საუკეთესო მეგობრის ოჯახს დღემდე არ ხვდება. როგორც ადვოკატი ყვება, დეას პოლიცია იცავს და მასთან გაკარება აკრძალულია.

ადვოკატების მთავარი მოთხოვნა, რომ საქმე გახსნილიყო ეხებოდა სოციალური ქსელების წაშლილი მიმოწერას. მათ აინტერესებდათ, ვისთან კონტაქტობდა თამარი Whatsapp, Viber თუ Facebook-ში, რას ეხებოდა ეს საკითხები და რაიყო დიალოგების შინაარსი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე. პროკურატურამ ადვოკატებს გვერდში დგომა გამოუცხადა და მოსამართლის განჩინებაც მოწერა, რომ Facebook-ს თამარის მიმოწერის შეინაარს მოთხოვდნენ.

თუმცა მოულოდნელად შინაარსის ნაცვლად Facebook-დან მიიღეს მხოლოდ აიპი მისამართები თუ, ვინ შედიოდა თამარის Facebook-ზე.

მიხეილ რამიშვილმა მოიპოვა ის დოკუმენტი, რომლითაც მიმართა პროკურატურამ Facebook-ს, სადაც ქართული მხარე არ ითხოვს შინაარს, ანუ ადვოკატები მოატყუეს, როგორც ისინი ამობენ, მათ სხვა დოკუმენტი გაუგზავნეს, ამერიკაში კი, სხვა გაიგზავნა. 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი დაინტერსდა ბაჩანა ლობჟანიძი და დავით ფურცხვანიძის პერსონით. პირველი ეჭვი, რომ ბაჩანა საქმეში სხვა როლს ასრულებდა ადვოკატს ჯერ კიდევ, მაშინ, გაუჩნდა, როცა თამარის კომპიუტერის გახსნაზე დაბარებულს, ბაჩანა მოულოდნელად პოლიციაში დახვდა.

დავით ფურცხვანიძე ადვოკატს აწვდის თამარის გარდაცვალების შესახებ Google-ის არასწორ მონაცემებს და მას არწმუნებს, რომ თამარის საქმეში იარაღის უკანონო ვაჭრობა ფიგურირებს, რასაც ადვოკატი საჯაროდ ახმაურებს. პროკურატურა იმავე დღეს აწყობს პრესკონფერენციას აცხადებს, რომ Google-ით მოპოვებული ფოტოები ფალსიფიცირებულია, იარაღით ვაჭრობა კი, ტყუილია. ამის გამო ფურცხვანიძეს იჭერენ ადვოკატს კი, საქმისგან ჩამოშორებით ემუქრებიან.

საქმეში "ტროლ" "ბოტები" ერთვებიან რომელებმაც საზოგადოებაში სუიციდის იდეის ფორმირებას იწყებენ. რამიშვილს  ჩამოართვეს მობილური, ლეპტოპი და ყველანიარ მიმოწერა,რომელიც საქმესთანა დაკავშირებული.

ვინ არის ფურცხვანიძე? 

  • ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო რეესტრიდან მითითებულია, რომ ის არის შპს "სპუტნიკ ტვ-საქართველოს" დამაარსებელი.
  • 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული "ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის" და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. რომლის უკანაც რუსული სპეცსამსახურების ფინანსები იკვეთება.
  • 2018 წელს ფურცხვანიძე "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს და არა რუსებმა, იქვე ამატებდა, რომ დასავლეთი, საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას საპირწონედ ხდებოდა.
  • 2020 წელს წელს გამოსცა წიგნი "ვლადიმირ პუტინი – თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი".

თუკი ის რუსული ძალების ამხელა დასაყრდენია, როგორ შეძლო პროკურატურამ მისი დაკავება, ჩვენ ყოველი შემთხვევისთვის მაინც, მის ტელეფონზე დავრეკეთ. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ის არჩევნების მეორე ტურის გამოცხადების შემდეგ გაათავისუფლეს.

მეორე ტურის არცევნებით "ოცნებამ" 21 ნოემბერს 4 წლით ხელისუფლებაში ყოფნა დაიკანონა. 22 ნოემბერს ფურცხვანიძემ საპატიმრო დატოვა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი