ხვალ, 21 დეკემბერს უნდა გადაწყდეს, გაიხსნება თუ არა 24 დეკემბერს საქართველოს მაღაზიები.

მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

სავაჭრო ობიექტები დიდ იმედს ამყარებენ "ლოქდაუნის" წინასაახალწლო გაუქმებაზე. მათ უკვე იმხელა ზარალი ნახეს და იმდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, რომ იმედი აქვთ ამ 10 დღეში მაინც მოახერხებენ ცოტა ამოსუნთქვას. 

დიდი ობიექტების სავაჭრო მოლების მეპატრონეები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ შეძლებენ თანამშრომლებს დეკემბრის ხელფასი მისცენ, მაგრამ იანვრიდან უკვე ეს შეუძლებელი გახდება.

მეორე მხრივ, ხელისუფლება შიშობს, რომ ზუსტად იმის გამო, რომ მაღაზიები მხოლოდ 10 დღით გაიხსნება, ობიექტებს ერთდროულად ადამიანების ისეთი მასა მიაწყდება, რომ კოვიდის გავრცელება ნახტომისებურად ავარდება ისევ ზემოთ.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები 18 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ და ის გეგმები გააცნეს, რომლითაც დაწესებული შეზღუდვების შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი