
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, თქვა, რომ მისი სურვილი საპარლამენტო განხილვებში ოპოზიციის მონაწილეობაა.
"მიუხედავად პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა, მათი კრიტიკა, მათი წინადადებები, მათი მოსაზრებები ხშირად სხვა კუთხით ახედებდა საკითხებს, როგორც ტრიბუნალზე მდგომს, ისე თითოეულ ჩვენგანს - უმრავლესობის წევრს. ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია იყოს და მონაწილეობდეს ნებისმიერ საპარლამენტო განხილვაში", - ამბობს კოვზანაძე.
შეგახსენებთ, რომ ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს საათზე მეტია, უსმენენ.