ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა გრძელდება - საკუთარი უწყების გეგმებზე უკვე ისაუბრეს რეგიონული განვითარების, ეკონომიკის, სოფლის მეორნეობისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა.
ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ყველა მინისტრი ერთი არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის სამსახურშია.
- "სიმბოლური აქტია ერთპარტიული პარლამენტის მიერ ლურჯი მთავრობის დამტკიცება, რომელსაც არაფერი გაუკეთებია საქართველოსთის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, პანდემიის სამართავად", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.
- "წარმოიდგინეთ პროცესი, როცა მხოლოდ 1 პარტიაა პარლამენტში - ერთადერთი ინტერესია, ალბათ, რომელიმე მინისტრს შეუძლია თუ არა ლაპარაკი. შინაარსისგან დაცლილია პროცესი", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი.
- "მინისტრთა კაბინეტი ჩააბარეს გახარიას, რომელიც ასოცირდება 20 ივნისთან, ეკონომიკურ კრიზისთან, კორუფციულ გარიგებებთან, კორონავირუსის არაეფექტურ მართვასთან. კიდევ ერთი მინიშნებაა, რომ "ოცნებას" არ აინტერესებს ხალხი და ქვეყანა. გვეგონა, რომ კომუნისტური წყობიდან 30 წელი გამოვდიოდით და თურმე, ისევ უკან დავბრუნდით", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე.
საბოლოოდ, კვირის ბოლომდე მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველი სახეებით პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.