ბატონი კობახიძის მორიგი დაბრეხვებული სისულელე – ოპოზიცია გავრილოვზე ბრალდებას აფასებს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის ბრალდებას,  რომ გავრილოვი, რუსეთი და ოპოზიციური პარტიები – "ენმ"  და "ევროპული საქართველო", ერთად მოქმედებდნენ და 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ, ოპოზიციაში აფასებენ.

"ქართული ოცნება და ოლიგარქიული რეჟიმი ეს არის რუსული გავლენების გაძლიერების ძალიან მნიშნველოვანი ბერკეტია კრემლისთვის, არავის არ სჯერა კობახიძის განცხადებების, ეს არის მორიგი დაბრეხვებული სისულელე" , – ამბობს ენმ–ს ლიდერი ხატია დეკანოიძე

"კომუნისტურ პარტიას ახასიათებდა ეს, რომ რაღაც გიჟურ ტყუილს იტყოდნენ, ვაფრთხილებდით მთავრობას რომ არ მოეწვიათ ეს ადამიანი, რომელიც ქართველების–ხოცვა ჟლეტაში მონაწილეობდნენ საქართველოში" , – ამბობს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კობახიძის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებულ პოზიციას მათი განმარტება არ ჭირდება.

"ირაკლი კობახიძე ყოველთვის ძალიან მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს და აფიქსირებს თავის პოზიციას და მე არ მგონია, რომ მის ნათქვამს ჩემი განმარტება ჭირდებოდეს" – ამბობს ერთპარტიული პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

ბექა დავითულიანი ამბობს, რომ გავრილოვის პარლამენტის სკამში ჩაჯდომა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.

 "ჩვენც ვაგეთ პასუხი, როგორც ამ შეცდომის დამშვებმა ძალამ და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა" , , – ამბობს ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

შეგახსენებთ, კობახიძე ამბობს, რომ გავრილოვის ღამე ოპოზიციის და რუსეთის სინქრონული მოქმედების შედეგია.

2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს გაუწია ექსკურსიამძღოლობა და ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეც დასვა, რასაც მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი მოჰყვა. 

ე.წ "გავრილოვის ღამეს", 20 ივნისს,  202 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები, ადამიანებს ესროდნენ რეზინის ტყვიებს , ახალგაზრდებმა დაკარგეს თვალიც.

გადააყენეს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეც - ირაკლი კობახიძე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი