ვიღაცის ახირების გამო ექსპერიმენტებს ატარებენ ადამიანებზე – ექსპერტები რემდესივირზე

გამოქვეყნდა:

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ 400 000 ლარად საქართველოს ხელისუფლების მიერ რემდესივირის შეძენა, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, გაუმართლებელი ხარჯია.

"აბსოლუტურად გაუგებარია შესყიდვა, ძალიან ბურუსით მოცული და მიზანშეუწონელი შესყიდვაა, არანაირი ლოგიკა ამაში არ არის, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი გამოდის რემდესივირიდან." , – ამბობს ეპიდემიოლოგი ვახტანგ კალოიანი.

ჯანდაცვის ექსპერტები რემდესივირის შეძენას სამართლებრივ დანაშაულად აფასებენ და ფიქრობენ, რომ კონკრეტული პირების ახირების გამო, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

"სისხლის სამართლის დანაშულის ნიშნები იკვეთება, რჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცის ახირების და აჩემების გამო შემოვიდა ეს პრეპარატი, ახლა უნდათ "გაპრავდეს" ამ პრეპარატის შესყიდვა, რომელიც აბსოლუტურად არაეფექტურია, როგორც კვლევები ადასტურებენ, ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა, რა გამოდის, რომ ვიღაცის ახირების გამო ექსპერიმენტებს ვატარებთ ადამიანებზე?" – ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

რემდესივირის გამოყენების გადაწყვეტილება საკოორდინციო საბჭომ უკვე მიიღო, დღეს კი, ამავე საბჭომ უნდა გადაწყვიტოს გაიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან სავაჭრო ობიექტები.

მოლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობა მათ მოთხოვნებს შეღავათებზე არ ითვალისწინებს, ხოლო ბიზნესი ვერ გადარჩება და მაღაზიების ნავაჭრზე დამოკიდებული თანამშრომლებიც, შემოსავალს ვეღარ მიიღებენ. მოლების დირექტორების ვარაუდით, ისინი 1 მილიარდით იზარალებენ.

დღეიდან საქართველოში პრეპარატ რემდესივირს გამოყენება იწყება, მიუხედავაად იმისა, რომ რემდესივირით კორონავირუსის მკურნალობის რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ გასცა.

კლინიკურ კვლევაში ჩაერთვება რემდესივირის პრეპარატის გამოყენება - ეკატერინე ტიკარაძე.

მკურნალობა თუ ექსპერიმენტი?- ხვალიდან საქართველოში "რემდესივირის" გამოყენება იწყება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი