ირმა ინაშვილის თქმით, "პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა.
"მე ვიყავი ერთერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა "ქართული ოცნების" ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ოპოზიცია თითქოს ვერ ამტკიცებს ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა... კარგად ვარ, ოპტიმისტური განწყობა მაქვს და ჩვენ ამ განწყობით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს", - ამბობს ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. დღეს კი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ.