იუსტიციის ყოფილ მინისტრს, რომელიც ამჟამად განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა, ამინისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობის სურვილი აქვს.
თეა წულუკიანმა განცხადება დღეს გააკეთა, კანონპროექტის მასშტაბების გაზრდაც მოითხოვა და ინიციატივა ხალხის და პატიმრების მოლოდინით ახსნა.
8 წლიანი იუსტიციის მონისტრობის თავზე, თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ 7500 მსჯავრდებული და 2500 ბრლდებული საქართველოსთვის ბევრია.
მზად ვარ მეც ჩავერთო იმიტომ, რომ არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 2012 წლის. აქ პასუხი მარტივია, ჩვენ 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, ვინც უმრავლესობა დამნაშავეც კი არ იყო. მაგრამ ეს ვერაფერს შველის იმ მოლოდინს, რომ ეს ამნისტია გაფართოვდეს. კითხვას ვსვამ - ხომ არ მივცეთ შეღავათი ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გრძელვადიანი სასჯელი და არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის, ეს კითხვის ნიშანი არის" - ამბობს წულუკიანი
ოპოზიციაში, თეა წულუკიანის დღევანდელ გამოსვლას "ამინისტიის დისკრედიტაციად" აფასებენ.
მათი თქმით, ფაქტი, რომ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას არ იწყალებენ და იწყალებენ გაცილებით მძიმე სასჯელის მქონე პირებს მიანიშნებს, რომ დღეს მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია.
ეს ამინისტია არ ეხება ზუსტად იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკური ბრალდებით არიან საპყრობილეებში და პირდაპირ მძევლებს წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის", - ამბობს "ენმ"-ის წევრი ხატია დეკანოიძე
"ის, რომ რურუას მუხლი არის მოღებული და უფრო მძიმე მუხლებია დატოვებული, ეს არის დასტური, რომ რურუა არის პოლიტპატიმარი და ეს მთელი ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებული ამბავია და რა თქმა უნდა, ტოვებს შთაბეჭდილებას, კრიმინალური სამყაროს მიმართ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულების, ნაწილობრივ მაინც", - ამბობს გიგა ბოკერია
ამინისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, პარლამენტში დღეს დაარეგისტრირეს.