პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მოსმენისას პიანისტი და "ოცნების" წევრი, ელისო ბოლქვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს, სკოლებში მუსიკალური განათლების დანერგვაზე ესაუბრა.
"მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა... მე ვფიქრობ, რომ სკოლებში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს", - თქვა ბოლქვაძემ.
შეგახენებთ რომ ერთპარტიულ პარლამენტში მეორე დღეა, მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ.