24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდეს. ამის შესახებ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა თქვა. 

  • ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისიში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში - ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში.
     
  • ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ეს იყო დადგენილი 28 ნოემბრიდან. 
     
  • სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. 
     
  • იმუშავებენ აგრარული ბაზრები, ისევე, როგორც ფუქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ.
     
  • 24 დეკემრბიდან 2 იანვრის ჩათვლით ზემოთ აღნინულ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება, იმ შემთხვევაში, თუ დაიცავენ ყველა წესს. მეტიც - ჩვენ ასევე კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების შესახებ, რომელიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან საღამოს 19:00-მდე. ნაკადები მკაცრად უნდა მართონ. ამისთვის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხარებლისა". ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ; 
     
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება - მათ შორის, გატანის სერვისით. 
     
  • სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე, ხოლო 21 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.
     
  • ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00-მდე. ასევე ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი