ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირებას, ოღონდ მათთვის დამატებითი შეზღუდვები წესდება. კერძოდ, მინისტრის თქმთ:
"ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადის უპირობოდ, სავალდებულოდ და სწორად მოხმარება. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციას", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის თქმით, სასტუმროები და იქ არსებული რესტორნები "ხშირად ცდილობენ გევრდი აუარონ აკრძალვას", შესაბამისად
"სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე, ხოლო 22 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი", - თქვა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, 24 დეკმებრიდან 22 იანვირს ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს თავიდან დაგაეგმილი იყო.