კომენდანტის საათი, 31 დეკემბრისა და 7 იანვრის "გამონაკლისით", ძალაში რჩება

გამოქვეყნდა:

24 დეკემბრის შემდეგ კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება. ამის შესახებ კომენტარი საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

"ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა  21 საათიდან დილის 5 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის. გამონაკლისების მიუხედავად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ საახალწლო დღესასწარული", - თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, 24 დეკმებრიდან 22 იანვირს ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს თავიდან დაგაეგმილი იყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი