"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი "რევოლუციას" არ დააფინანსებს. ასე პასუხობს ის კითხვას ოპოზიციური პარიტების დაფინასების შეწყევტის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
"შეუძლებელია და არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ამბობდეს, რომ მე დავაფინანსებ რევოლუციას. ერთია, როცა, პარტიების განვითარებას აფინანსებ და მეორეა, როცა პარიტები ამბობენ, რომ მათ არაფერი აინტერესებთ რევოლუციის გარდა, ამას ყოველდღე ვისმენთ ჩვენ, ამოიღეთ ბოლო დღეებში, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, აღმოაჩენთ, რომ ისინი ზუსტად ამაზე ლაპარაკობენ, ეს არ ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ მკაფიოდ ეხება ნაციონალურ მოძრაობას", - თქვა სოზარ სუბარმა.
იგივე აზრს იზიარებს მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც. ის ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობა პარლამენტში შესვლაზე თუ მოლაპარაკებებზე ოპოზიციას ეკისრება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც: