შევჩენკო პუტინს აკრიტიკებს... რუსულ ტელევიზიებს არ ვუყურებ, რაც, ალბათ, ნაკლია – წულუკიანი

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტია რუსი ჟურნალისტის შევჩენკოს საქართველოში ჩამოსვლას ამართლებს დ ამბობს, რომ შევჩენკო პუტინის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა და საქართველოს მეგობარია.

"მიუხედავად იმისა, რომ მე გარკვეული ასაკის ვარ და რუსულიც შესაბამისად ვიცი, მე არ დაგიმალავთ და რუსულ ტელევიზიებს და მედიებს, დიდად მე თვალს არ ვადევნებ, რაც ალბათ ნაკლია, ინფორმირებული უნდა იყო ადამიანი. აქიდან გამომდინარე, რომ მკითხოთ ამ ჟურნალისტის საქმიანობის დეტალები ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ რაც კი თვალი შემივლია და მომისმენია, არის ის - რამდენადაც ეს რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია - აჟღერებს პუტინის რეჟიმისადმი კრიტიკას, შესაბამისად ასეთი ჟურნალისტი თუ შემოდის საქართველოში, ამის გამო ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი რას ეფუძნება, ოპოზიციას რომელიც პარლამენტში არ არის და დარჩენილია ქუჩაში, ესაჭიროება გამოგონილი თემები აჟიოტაჟისთვის. " – ამბობს გადაყენებული იუსტიციის მინისტრი და ერთპარტიული პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი

ოცნების წარმომადგენელი სოზარ სუბარიც, ამბობს რომ შევჩენკო საქართველოს ოკუპაციას, ასევე აგვისტოს ომს გმობს, და პუტინის სერიოზული მოწინააღმდეგეა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ შევჩენკოს ჩამოყვანით კანონი ირღვევა და "ოცნებას" კრემლში მეგობრები ყავს, ხოლო შევჩენკოც პუტინის ფრთის წარმომადგენელია.

პოლიტიკის ანალიტიკოსებიც ფიქრობენ, რომ შევჩენკოს ჩამოყვანის უკან ხელისუფლება დგას.

გავრილოვის შემდეგ შევჩენკო - კრემლის იდეოლოგი საქარველოში შეზღუდვების მიუხედავად, უპრობლემოდ შემოვიდა

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი