გავრილოვის შემდეგ შევჩენკო-კრემლის იდეოლოგი საქარველოში შეზღუდვების მიუხედავად, უპრობლემოდ შემოვიდა

გამოქვეყნდა:

საქართელოს ხელისუფლება არღვევს ყველა კანონს და წესს და ქვეყნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად უშვებს პუტინის ერთერთ ყველაზე ცნობილ პროპაგანდისტს, ანტიქართული რიტორიკით სახელგანთქმულ ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს.

კრემლის იდეოლოგი, ქვეყანაში შემოვიდა ისე, რომ მას არც კორონავირუსის პანდემიის აკრძალვა და მითუმეტეს, არც ოკუპაციის შესახებ კანონი არ შეეხო.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება უარყოფს რაიმე კავშირს ამ ვიზიტთან. ვინ შემოიყვანა საქართველოში შევჩენკო ამის შესახებ არაფერი იცის არც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაგრამ თვად რუსი ჟურნალისტი საჯაროდ ადასტურებს, რომ სწორედ ივანიშვილის კლანის მაღლჩინოსნებთან ურთიერთობით მოახერხა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა. 

"მთავარი არხი" შეეცადა ინფორმაცია მიეღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, თუ როგორ მოახერხა მაქსიმ შევჩენკომ კანონის დარღვევით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. 

პროპუტინისტი და ანტიქართული რიტორიკით ცნობილი ჟრნალისტი საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებს პანდემიის გამო საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ, მას ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონიც დარღვეული აქვს და არაერთგზის იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ეს ფაქტორები შევჩენკოსათვის ხელის შემშელელი არ აღმოჩნდა.

მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ქართველების მიმართ  განსაკუთრებული აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა და ხშირად ჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოში შემოსვლა 2009 წელსაც სცადა, მაშინ იგი საქართველოს საზღვრიდან, ასევე ქართველთ მოძულე ჟურნალისტთან ერთად უკან გააბრუნეს. 

ხოლო ოპოზიცია ამ ყველაფრის "გავრილიადის" გაგრძელებად აფასებს, რომელიც მათივე თქმით, სწორედ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი მოქმედების შედეგია.

შევჩენკო კიდევ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და კახეთის, სვანეთის და სვეტიცხოვლის მოლოცვას.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი