ერთ თვიანი ტყვეობა დასრულდა - სოფელ ზარდიაანთკარიდან გატაცებული 63 წლის მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ სამართალდამცველებს გადასცა. მამაკაცი ახლა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება და პოლიციელებთან, გატაცების დეტალებს იხსენებს.
ცოტა ხნის წინ, განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ანთაძის თქმით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა უკანონო ტყვეების გასათავისუფლებლად.
მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზარდიაანთკარიდან 20 ნოემბერს გაიტაცეს.