ბიზნესმენები ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემებზე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში, მაშინ როცა დაწესებული შეზღუდვების გამო სავაჭრო სფერო გაკოტრების პირასაა და დარგს ხელისუფლებასთან კონსულტაციები ხშირად სჭირდება, ეს ვერ ხერხდება.
"ღამის მთავარში" საუბრისას "აი სი არ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ეკონომიკა დრეს მეათეხარისხოვანია, რადგან მთელი ყურადღება პოლიტიკისკენ არის გადატანილი
ეკონომიკა დღეს მეათეხარისხოვანია. იმდენად პოლიტიზირებულია ქვეყანა რომ დღეს ყველა საუბრობს მაგაზე... არსებულ სიტუციაში შეიძლება დავარქვათ, რომ არაპროფესიონალიზმის ბრალია. არ არსებობს გრძელვადიანი ხედვა" ამბობს კახა ხაზარაძე.
"თბილისი ცენტრალის" დირექტორის, ლევან ყარალაშვილის თქმით, ხელისუფლება დღეს ეპიდემილოგებს უფრო მეტად უსმენს, ვიდრე ბიზნესს:
გახარიასთან შეხვერა გვქონდა მაშინ, როცა დაანონსდა ეს შეზღუდვა, რაც სიურუპრიზი იყო ჩვენთვის და არსად არ დაგვიმალავს ეს. ვფიქრობ, რომ თვითონ პრემიერს აქვს გამოცდილება, ბიზნესომბუდსმენიც იყო, ეკონომიკის მინისტრიც, მაგრამ "პირველი სკრიპკა" ეპიდემილოგიური მიმართულებაა, რაც ლოგიკურია" ამბობს ყარალაშვილი და ამავე დროს ბალანსის პოვნის აუცილებლობაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან, შეზღუდვების მხოლოდ მცირე ნაწილი იხსნება და ეს ძირითადად მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და მოლებს შეეხება.
ისევ დახურული იქნება ბაზრობები.