ბაზრობების ადმინისტრაციებს გაუჭირდებათ მართვა - მთავრობის გადაწყვეტილებით ბაზრობები არ იხსნება

გამოქვეყნდა:

 საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბაზრობები არ იხსნება, თუმცა გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ისიც შეზღუდვებით:

"რთული იქნება ბაზრობების სტრუქტურიდან გამომდინარე გახსნა, ბაზრობები დიდი სივრცეებია, სადაც ძალიან ბევრი ცალკეული იურიდიული პირია და თავად ბაზრობების ადმინისტრაციას გაუჭირდება მართვა ერთიანად და ამ პასუხისმგებლობის აღება", – თქვა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

წინასაახალწლო შენაძენების პროცესზე, ნათია თურნავამ ასევე თქვა, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი შოპინგი, არამედ "დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი". 

რა დამატებითი შეზღუდვები წესდება მაღაზიებისთვის და სასტუმროების რესტორნებისთვის - სრულად.

სავაჭრო მოლები იხსნება - 20 კვმ–ზე მხოლოდ 1 ადამიანი დაიშვება - მთავრობის გადაწყვეტილება.

მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 24 დეკემბრიდან არ აღდგება.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება.

კომენდანტის საათი, 31 დეკემბრისა და 7 იანვრის "გამონაკლისით", ძალაში რჩება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი