პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარიაც, მივიდა.
ამის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელებთან არიან შეკრებილები - დეპუტატებს - სსრკ-ის ჰიმნისა და შეძახილ "მონას" ფონზე - სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწიათ.
"კრემლის კარები გაიღება, შევლენ, რაღაც სხდომას ატარებენ, რომელიც არავის აინტერესებს... 23 დღეა, კარვებში ვართ. ახალ წელს შეხვდება მთელი საქართველო საპროტესტო აქციით", - ამბობს აქტივისტი, ნიკა ნარსია.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ავტორი: დეა მამისეიშვილი