სიყალბეა, რომ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონს ოპოზიციის ბოიკოტის გამო ვიღებთ - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯრომარე, თეა წულუკიანი ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტზე ამბობს, რომ სიყალბეა, თითქოს ის მმართვემა გუნდმა ბოიკოტის გამო შეიმუშავა.

"მიზანმიმართული აღრევა ხდება იმისა, თითქოს ჩვენ პოლიტიკური ბოკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს. ასევე, არიან ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს ბატონ ირაკლი კობახიძეს ლექციები წაუკითხვას, შემდეგ ამ ლექციების შედეგად წიგნი შემდგარა, მე ბატონი ირაკლი ლექციები მომისმენია და მართლაც საინტერესოა, წიგნები არა მხოლოდ შემდგარა, თავადაც დაუწერია და მრავლად. ასაღებენ ისე, თითქოს სწორედ ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი, რაც მორიგი სიყალბეა", - თქვა თეა წულუკიანმა. 

მისივე განცხადებით, საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა. და უნდა გაივლოს ხაზი, ისინი მართლა "მებოიკოტე პოლიტიკოსები" არიან თუ "ქუჩის საბოტაჟნიკები".

"ჩვენ ეს მოგვწონს თუ არმოგვწონს, ნაციონალურ მოძრაობის და მისი სხვადასხვა განყოფილების, იქნება ეს ევროპული საქართველო, გირჩი-მირჩი, კიდევ არ ვიცი რა ჰქვიათ, აღმაშენებელი - სამეფო პარტიაა ასეთი, ეს ყველა განყოფილება, მათ ჰყავთ ამომრჩეველი, და ისინი არიან მრავლად, მათ ამ ამომრჩევლებს უღალატეს", - თქვა თეა წულუკიანმა. 

წულუკიანის თქმით, ამ პარტიებს სწორედ ეს მანდატების ფული ერთმევათ, რაც არ აითვისეს.

დეპუტატ, ირაკლი კობახიძეს, თავის წიგნში  ჯერ კიდევ 2008 წელს, დასაბუთებული აქვს, რომ ბოიკოტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა არასწორია. წიგნი ირაკლი კობახიძის მიერ სამართალში წაკითხული ლექციების მიხედვითაა შედგენილი. 

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:

  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი