სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის ნაშრომიდან ამონარიდები გავრცელდა, რომლითაც ის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტებს სამართალს ასწავლის.
კობახიძის ნაშრომში გარკვევით წერია, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება შეუწყდეს ბოიკოტის გამო.
თუმცა საკუთარი მოსაზრებებისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს კობახიძე, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი და დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტში არ შედის.
რეპრესიული კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია ერთპარტიულ პარლამენტში და იურიდიულმა კომიტეტმა დღეს ის პირველი მოსმენითაც მიიღო.
პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ - ირაკლი კობახიძის განცხადება