უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკურ საბოტაჟს სათანადო პასუხი უნდა გასცენ. ამ თემაზე მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"ოპოზიცია ამტკციებს იმას, რომ მათ ამ არჩევნებში აღებული აქვთ 100% და გამოდის რომ ქართული ოცნება არ არსებობს ბუნებაში, არსებობს, მხოლოდ თამარ ჟვანიას ან ზოგადად ცესკოს ვირტუალურ აღქმაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ ამ არასერიოზულ მტკიცებას, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვაღიაროთ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს - არჩევნების გაყალბება, მაგრამ თუ გვინდა ჩვენ ვიყოთ სერიოზულები, ამ შემთხვევაში, ბუნერბივია, უნდა გავცეთ სათანადო პასუხი იმ პოლიტიკურ საბოტაჟს, რომელიც ხორციელდება რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, ამისთვის მმართველ გუნდს მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმების ბერკეტი აქვს და კანონპროექტების პაკეტშიც სწორედ ისაა ასახული.
დეპუტატ, ირაკლი კობახიძეს, თავის წიგნში ჯერ კიდევ 2008 წელს, დასაბუთებული აქვს, რომ ბოიკოტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა არასწორია. წიგნი ირაკლი კობახიძის მიერ სამართალში წაკითხული ლექციების მიხედვითაა შედგენილი.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც: