"ქართული ოცნების" ერთ ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი მზად არიან მეხუთე რაუნდი ოპოზიციასთან ხვალევე გამართონ. ამ თემაზე მან ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
"ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა და მზადყოფნა, ამაზე არერთი განცხადება გაგვიკეთებია, ხვალაც რომ დაინიშნოს მეხუთე რაუნდი ხვალაც მზად ვართ საუბრისთვის. ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიციის პოზიცია ამასთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ როდის გაიმართება და საერთოდ გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჯერ ისევ უცნობია. მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ირაკლი კობახიძის ინიციატივით პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტების დაინიცირდა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებად მზადაა, თუმცა მათი მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია.