
პოლიტიკური პროტესტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის მიზანი ოპოზიციის დასჯაა - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საუბრობს და ერთპარტიული პარლამენტის ინიციატივაზე, დაფინანსება შეუწყვიტოს ყველას, ვინც არ შედის პარლამენტში, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, პირველ რიგში, ემსახურება პარტიების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფას. ის არ ემსახურება მხოლოდ პარტიის საპარლამენტო საქმიანობის ხელშეწყობას. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სჭირდებათ ფულად სახსრებზე წვდომა, რათა ამომრჩევლამდე მიიტანონ თავიანთი მიზნები და ხედვა პოლიტიკის შესახებ, და ამავე დროს მიიღონ ხალხის შეხედულებების თაობაზე ინფორმაცია.
ამ ფონზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების ჩამორთმევა ორგანიზაციის მიერ აღიქმება, როგორც ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის განკუთვნილი თვითნებური სასჯელი - ნათქვამია საიას განცხადებაში.
ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, არ გამოიყენოს პოლიტიკური პარტიების წინაღმდეგ არაპროპორციული ძალა და კანონმდებლობაში და არ მიიღოს წარმოდგენილი კანონპროექტი.
"ოცნების" დღევანდელი გადაწყვეტილებით, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული, "ოპოზიციის სადამსჯელოდ" წოდებული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, რათა რეკომენდაციებით დაბრუნდეს უკან