დაფინანსება-საარჩევნო რეგისტრაციაზე კანონპროექტს ოდირს და ვენეციის კომისიას გავუგზავნით — კობახიძე

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნიდს ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო, სამართლებრივი დასკვნის მოთხოვნით ვენეციის კომისიაში ან/და ეუთო/ოდირში გაიგზავნება.

"მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე, პოლიტიკურად, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც არის ბოლომდე წელში გამართული, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი, რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, გთავაზობთ, დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ვენეციის კომისიაში, ან ოდირში, დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, ეს ინციატივა ეხება როგორ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციეზე მომზადებულ კანონპროექტს, ისე პარტიების დაფინანსებას.

კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, ასევე, განაცხადა, რომ "რედიაკლრუი ოპოზიციის პოლიტიკურ საბოტაჟს" სათანადო პასუხი უნდა გასცენ. მისი აზრით, ეს კანონპროექტები პარიტებს წაახალისებს, რომ მათ საბოტაჟზე მომავალში უარი თქვან.

დეპუტატ, ირაკლი კობახიძეს, თავის წიგნში  ჯერ კიდევ 2008 წელს, დასაბუთებული აქვს, რომ ბოიკოტის გამო პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა არასწორია. წიგნი ირაკლი კობახიძის მიერ სამართალში წაკითხული ლექციების მიხედვითაა შედგენილი. 

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ოპოზიციასთან მიმართებაში ორი საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი