სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება საქართველოს პარტნიორებს შოკში აგდებს.
ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესისითვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, რატომ არ იცავს საქათველოს პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს და თავისი პოზიციებით რატომ უწყობს ხელს რუსული საოკუპაციო ჯარების ლეგიტიმაციას რეგიონში.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ერდოღანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კავკასიაში რუსეთის ირანის ინტერესების გაძლიერებას ეხება და რეალურად რეგიონიდან დასავლეთის გაძევებას უწყობს ხელს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ელჩების კონფერენციაში ჩართვისას პირდაპირ განაცხადა, რომ "კავკასიური პლატფორმის" მიმართ საქართველოს პოზიცია პასიური და მეორე ხარისხოვანი ვერ იქნება.
ეს ის კავკასიური პლატფორმაა, რომლის შექმნის ინიციატივითაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი 11 დეკემბერს გამოვიდა, რაც ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი ერთობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც დასავლეთი არ მოიაზრება და მხოლოდ ტურქეთი ირანი, რუსეთი და კავკასიის სახელმწიფოები იქნებიან.
ყარაბაღის ომმა, გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში ისედაც კრემლის სასარგებლოდ შეცვალა, რადგან რუსული სამხედრო ჩექმა უკვე კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩადგა. ამ ფონზე პრეზიდენტის ინიციატივა საქართველოს სუვერენული ინტერესებისთვის ძალიან დამაზიანებლად და სახიფათოდ გამოჩნდა.
სალომე ზურაბიშვილის გაუაზრებელი და ქვეყნის სუვერენიტეტის საზიანო პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს იან კელის.
ამერიკელმა დიპლომატმა ერთერთმა პირველმა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია და სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ რუსეთი ოკუპანტია და არა მშვიდობისმყოფელი.
პრეზიდენტის პოზიცია არც მის თანაპარტიელებს მოსწონთ, თუმცა მის ღია კრიტიკას ვერ ბედავენ, ოპოზიცია კი ყველაფერს თავის სახელს არქმევს - ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების ჩაშლას უწყობს ხელს.
შიდა და გარე მწვავე რეაქციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დღის ბოლოს ახალი განმარტება გაავრცელა და მის კრიტიკას "უსაფუძვლო აჟიოტაჟი" უწოდა.
პრეზიდენტს ანალიტიკოსები რეგიონულ კონტექსტს კიდევ ერთხელ უხსნიან, დუმილის შენარჩუნებას ურჩევენ და აფრთხილებენ, რომ ვიდრე იტყვის ჯერ დაფიქრდეს.