პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მორიგ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და "უსაფუძვლო აჟიოტაჟს" უწოდებს
საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ეხმაურება მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას “ელჩების კონფერენცია 2020”- ზე.
ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი" ნათქვამია ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, 11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს. მისი თქმით, პლატფორმა ყველასთვის მომგებიანი იქნება და ამ იდეით ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია.
"კავკასიური პლატფორმის" იდეას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა, რასაც მოჰყვა კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან, იან კელისგან, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან, ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.