კარგი კონტაქტები, მედიასთან ურთიერთობის ძალიან კარგი უნარები, იმსახურებს ნდობას - "ოცნება" გახარიაზე

გამოქვეყნდა:

ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გიორგი გახარიას დამსახურებები ისეთია, ის იმსახურებს კვლავ პრემიერმინისტრი გახდეს: 

„გამომდინარე იქიდან რომ ჩვენმა მთავრობამ ღირსეულად გაართვა თავი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით იმ კრიზისულ სიტუაციებს, ადმაიანი რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, კარგი განათლება, ძალიან კარგი კონტაქტები, მედიასთან ურთიერთობის ძალიან კარგი უნარები ჩემი აზრით იმსახურებს დღეს ისევ გამოუცხადოთ ნდობა და იყოს მთავრობის სათავეში" - ამბობს ერთპარტიული პარლამენტის წევრი. 

კიდევ ერთი "ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, ასევე ფიქრობს, რომ გახარიას გაპრემიერება დამსახურებულია. 

"2020 წლის არჩევნები ამ მთავრობის შემადგენლობასთან და პრემიერმინისტრთან ერთად მოიგო "ქართუმა ოცნებამ, მათ აქვთ ნდობა, მოსახლეობისგანაც" - ექნებათ თუ არა დეპუტატებს კითხვები პრემიერობის კანდიდატთან, პაპუაშვილი პასუხობს, „წარმოიშვება, დავსვამთ“, თუმცა მისივე თქმითმომზადებული არ აქვთ.

დეპუატების კმაყოფილების საპირისპიროდ, უკმაყოფილო არიან ის აქტივისტები, რომლებიც თბილისის პარალენტის შენობის წინ აქციას მართავენ და კარვებს შლიან. 

ცნობისთვის, გიორგი გახარიას ამ წუთებში უსმენენ. ის სამთავრობო პროგრამაზე საუბრობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი