საქართველოს პარლამენტში, სადაც პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ზესტაფონის მაჟორიტარმა "ქართული ოცნებიდან", ბეჟან წაქაძემ მომავალი მთავრობა დალოცა.

მართლაც, ურთულესი პერიოდია, ურთულეს პერიოდში გვიწევს და მოუწევს მთავრობასაც მუშაობა, უფალი იყოს თითოეული თქვენგანისა და სრულიად საქართველოს მფარველი, - განაცხადა დეპუტატმა და კონკრეტულ საკითხებზე მხოლოდ ამ შესავლის შემდეგ გადავიდა. 

ბეჟან წაქაძემ მომავალი მთავრობის მეთაურს სთხოვა, რომ რეგიონებში ადგილობრივი ბიუჯეტები პანდემიის კონტექსტის გათვალისწინებით იყოს დაგეგმილი, ისევე როგორც ახლა, ცენტრალური ბიუჯეტია შედგენილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. სწორედ მათ მიერ ორგანიზებულ სირცხვილის დერეფანში, შეძახილის "მონა!" და სსრკ კომპარტიის ჰიმნის თანხლებით, მოუწიათ გავლა "ოცნების" დეპუტატებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი