
დეპუტატი ელისო ბოლქვაძე სამთავრობო პროგრამის მოსმენის შემდეგ დაინტერესედა, განიხილავს თუ არა მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში კულუტურული დიპლომატიის როლს ქვეყნის განვითარებაში. მან ეს კითხვა პრემირმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას დაუსვა.
"მე მაქვს ერთი შეკითხვა, რაც შეეხება კულტურულ დიპლომატიას, განიხილავთ თუ არა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კულტურული დიპლომატიის როლს ქვეყნის განვითარებაში და თუ არსებობს მთავრობის გეგმა, ან თუ გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას", - თქვა იკითხა ელისო ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელისო ბოლქვაძე რამდენიმე დღის წინ, ასევე, გამოვიდა იდეით, რომ სკოლებში მუსიკალური აღზრდაც უნდა იყოს. მისივე აზრით, კარგი იქნება, თუ პარლამენტი ფორტეპიანოს შეიძენს, რათა საკანონმდებლო ორგანოში დაუკრას.