ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურისგან პროგრამისტის კომპიუტერის დაბრუნებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახის წევრები და ახლობლები აპროტესტებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს, როგორც ამას პროკურატურა ამტკიცებს. 

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი ითხოვს, რომ პოგრამისტის პირადი კომპიუტერი ოჯახს გადაეცეს, რადგანაც პროკურატურის თქმით, გამოძიება დასრულებულია, თუმცა საგამოძიებო უწყება ოჯახის ამ მოთხოვნას არ თანხმდება, სწორედ ამიტომ, ოჯახი და ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ კომპიუტერში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება. 

"თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ოჯახის წევრები აპროტესტებენ - მერაბ ჯერანაშივლი, რომელიც არის ამ პროკურორების ჯგუფის უფროსი, განაცხადა, რომ ამისთვის ჯერ გადაწყვეტილებას მიიღებდა დაებრუნებინა თუ არა ეს კომპიუტერი. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი და კიდევ ერთხელ ნუ დაამტკიცებენ იმას, რომ ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი. ყველაფერს აქვს საზღვარი და მაგათ უტიფრობას და მაგათ თავგასულობას, ვინც არ უნდა იყვნენ, მერე რა, რომ ძალოვნები არიან ამიტომ, აქვთ ყველაფერის უფლება? რომ დედას წაართვან შვილის უკანასკნელი ნივთი, რომელსაც უნდა ვეფერო თამუნას მაგივრად, ბოლოს, ჩემს შვილის, იმაზე ჰქონდა თითები და უნდა ვკოცნო, ამაზე მეუბნებიან უარს", - ამბობს თეონა თამაზაშვილი 

აქვე გეტყვით, რომ 17 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება დაასრულა და განმარტეს, რომ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს რაიონში მაწევნის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი