სანამ მოსამართლე გავხდები, გადავდგები - გოჩა ლორთქიფანიძე

გამოქვეყნდა:

გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ჰააგის სასამართლოს მოსამართლედაც აირჩიეს, ამბობს, რომ მინისტრის თანამდებობას იქამდე დატოვებს, ვიდრე ჰააგაში გაემგზავრება. ლორთქიფანიძის თქმით ამ ყველაფერს თავისი ვადები და პროცედურები აქვს:

მოსამართლე გავხდები მხოლოდ მაშინ, როდესაც ოფიციალურად შევუდგები უფლებამოსილების შესრულებას. ეს არის მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის, იმ ვადაზე, რა ვადაშიც ჩეხი მოსამართლე დაამთავრებს თავის უფლებამოსილებას, შემდეგ ორგანიზაციული საკითხებია - სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე საკითხებით როდის ჩანიშნავს სასამართლო ამ პროცესს, შემდეგ უკვე მომიწევს გამგზავრება, რა თქმა უნდა, სანამ მე მოსამართლე გავხდები მე გადავდგები იუსტიციის მინისტრის პოზიციიდან“ - ამბობს ლორთქიფანიძე.

"ახალ" მთავრობაში, რომელიც გიორგი გახარიამ ერთპარტიულ პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა, მხოლოდ 1 ახალი სახე იყო - გოჩა ლორთქიფანიძე თეა წულუკიანის ნაცვლად.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი