კახი კალაძე დღეს თბილისის ბიუჯეტს საკრებულოში წარადგენს

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოში დღეს, 25 დეკემბერს მერი კახი კალაძე ბიუჯეტს წარადგენს. პარლამენტის მსგავსად საკრებულოშიც მმართველი გუნდი მარტო იქნება, რადგან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და როგორც ამბობენ, არც დღევანდელ ფარსში მონაწილეობას გეგმავს.

"წლევანდელ მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით თბილისის ბიუჯეტი 72 მილიონი ლარითაა შემცირებული და ეს შემცირება ძირითადად შეეხო საგზაო ინფრასტრურქუტურლ პროექტებს, ანუ იმ პროექტებს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო, ამ ყველაფრის ფონზეც კი კახი კალაძე გადწყვიტა, რომ თავის თანამშრომლებს 6 მილიონ ლარზე მეტით გაუზარდოს ხელფასი", - თქვა ენმ-დან საკრებულოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

კახი კალაძის თქმით, 2021 წელს თბილსისი მერიის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონზე მეტი იქნება. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე ხშირია სპეკულაციები, თუმცა ბიუჯეტის მესამედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყოფა რაც 350 მილიონ ლარზე მეტია. ამდენივე იქნება გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი