ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება - ლევან ვარშალომიძის მილოცვა

გამოქვეყნდა:

ლევან ვარშალომიძემ ნიკა მელიას გამარჯვება უკვე მიულოცა:

ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ!

ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!

ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება -წერს ვარშალომიძე ფეისბუქზე.

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ცოტა ხნის წინ გამოვლინდა, მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე ხმის მიცემა შეწყდა. 

ნიკა მელიამ ხმების 64.9%, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1% მიიღო.

ნიკა მელიას უკვე ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეს კვირას, ნაციონალური მოძრაობს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს პარტია დატოვა. ენმ-ს პოლიტსაბჭომ 2 კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი