საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან ახალი რეგულაციების ფონზე გაიხსნება.
შეზღუდვა დაწესდება 20 კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა რაოდენობაზე, სამუშაო საათებსა და ფასდაკლებების აქციაზე.
"მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით; ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხმარებლისა. მაღაზიების როგორც შიდა, აგრეთვე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხარებლების დიდი კონცენტრაცია. ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება.