TI: 2008-2020 წლებში წინასაარჩევნოდ პარტიებმა 225 მლნ ლარამდე დახარჯეს, ყველაზე მეტი - მმართველმა გუნდმა

გამოქვეყნდა:

"საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული პოლიტიკური რეკლამის ხარჯები: 2008-2020 წლებში" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კლვევის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 10 არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჯამში 225 მილიონ ლარამდე დახარჯეს, საიდანაც 134 მილიონი ლარი პოლიტიკურ რეკლამებზე მოდის. 

  • "ყველაზე მეტს რეკლამაში მმართველი პარტიის სუბიექტები ან მათი მხარდაჭერილი კანდიდატები ხარჯავენ, რაც 2008-2020 წლებში 98 მლნ-მდე ლარს შეადგენს. ეს პოლიტიკური სუბიექტების მიერ რეკლამაში ჯამურად დახარჯული თანხის 73%-ია.
     
  • სარეკლამო ხარჯებიდან პოლიტიკური სუბიექტები ყველაზე მეტს  სატელევიზიო რეკლამაში ხარჯავენ. 2008-2020 წლებში ეს ხარჯი 79 მლნ ლარზე მეტი (რეკლამისთვის დახარჯული თანხის 59%) იყო.
     
  • საარჩევნოდ რეკლამისთვის ყველაზე მეტი - 29.1 მლნ ლარი, 2020 წლის პარლამენტის, ხოლო ყველაზე ცოტა - 3.8 მლნ ლარი, 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებში დაიხარჯა.
     
  • წინასაარჩევნო რეკლამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინტერნეტრეკლამის ხარჯია -  2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, 50 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 800 ათას ლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წელს  - 3 მლნ ლარს. ყველაზე ნაკლები კი ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამის ხარჯია -  2012-2020 წლებში  ჯამში 1 მლნ ლარამდე"

ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი