მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის საავადმყოფოშია მოთავსებული

გამოქვეყნდა:

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მიტროპოლიტ იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, ლალი ტურძილაძის განცხადებით, მეუფეს კვლევები უტარდება და ამ დროისთვის სხვა ინფორმაციას ვერ გააჟღერებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, ქადაგებაზე მეუფე იაკობმა თქვა, რომ კორონავირუსი ვერაგია და ის ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, რადგან ხალხი გადაგვარებული იყო.

"ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არ გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან. ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ - ბევრი ტკივილი გვექნება, სამწუხაროდ. ასე ცუდად თუ მოვიქეცით, სიკვდილიანობაც გვენება. მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს", - თქვა მეუფე იაკობმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 119 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.

შემთხვევების რეგიონალური განაწილებსა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი