საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წაუყენებენ

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპლიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ვანო ზანდარაშვილს, ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

გუშინ მთელი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ პროკურატურაში მოწმეები, რომლებიც მკვლელობის თვითმხილველები არიან. მათ შორის არის თელავის მერიის მოქმედი თანამშრომელი, ლევან ბერძენაშვილი, რომელიც დაპირისპირების დროს დაიჭრა.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ იყალთოში 26 დეკემბერს, კომენდანტის დროს მოხდა. საკუთარ ავტომობილში თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემვანო ზანდარაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, შურისძიების ნიადაგზე თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, მოკლა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი