"ვფიქრობ, უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია. სტატუს-კვო მალე შეიცვლება", - ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თქვა.
რა აძლევს თალაკვაძეს იმის თქმის საფუძველს რომ ოპოზიცია უახლოეს მომავალში საპარლამენტო მუშაობაში მონაწილოების მიღებას აპირებს, უცნობია.
ხელისუფლების ოპონენტები, როგორც თავად ამბობენ, სამი ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.