"ოცნება" საგანგებო სხდომაზე იკრიბება - როსტომ მეფის სასახლეში, სავარაუდოდ, 2021-ის ბიუჯეტზე იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთში სხდომა დაიწყება. როსტომ მეფის სასახლეში უკვე იკრიბებიან დეპუტატები და "ოცნების" სახეები - ჯერ უცნობია, ესწრება თუ არა უმრავლესობის წევრთა სხდომას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი,

ერთერთი ვერსიით, უმრავლესობის წევრები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  პროექტს განიხილავენ. ბიუჯეტი უკვე გაწერილია და ცნობილია, რომ მმართველი პარტია, 2020-თან შედარებით, 2021 წელს შემოსავლების ზრდას და ამ გზით ბიუჯეტში ფულის მობილიზებას გეგმავს, თუმცა, გაუგებარია, რა გზით აპირებს ამას მმართველი პარტია. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა 2020 წლის 29 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს, ამასთან, ცნობილია, რომ ბიუჯეტში ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ეკონომიკის ექსპერტთა მოსაზრებები ბიუჯეტის დაგეგმარებაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი