ამ წუთებში თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს წარუდგენენ.
დაკავებული ვანო ზანდარაშვილის ადვოკატი უკვე გაეცნო საქმის მასალებს, თუმცა ჯერ უცნობია, აღიარებს თუ არა დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას.
აქვე გეტყვით, რომ შემთხვევის მოწმეები თელავის პროკურატურაში გუშინ მთელი დღე იკითხებოდნენ.
"სუფრაზე დაპირისპირება არ ყოფილა, ვიცინოდით და ვმხიარულობდით", - ამბობს ერთერთი თვითმხილველი.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ იყალთოში 26 დეკემბერს, კომენდანტის დროს მოხდა. საკუთარ ავტომობილში თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, შურისძიების ნიადაგზე თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, მოკლა.
ავტორი: ია გულიაშვილი