
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავრობის საგარეო ვალი 60%-იან ზღვარს აჭარბებს, ამიტომ იქნება სერიოზული განხილვა 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისას.
სწორედ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი იყო საუბრის ერთერთი მთავარი თემა "ქართული ოცნების" უმრავლეობის სხდომაზე, რომელიც პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობდა.
განხილვის თემა იყო 2021 წლის ბიუჯეტი. მოგეხსენებათ, რომ რეალურად, ახალი ბიუჯეტი შემოიტანა მთავრობამ. პრინციპული ხასიათის ცვლილებები არის. შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები, დეფიციტი არის 7,6%. მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს, ეს პირველად არის, აქედან გამომდინარე გვექნება სერიოზული განხილვა " ამბობს კოვზანაძე.
მისივე თქმით, მიიწვევენ სამინისტროების წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, სახელმწიფოო აუდიტს და მოისმენენ თითოეულის მოსაზრებას.
როგორც ცნობილია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე განიხილავენ, 29 დეკემბერს კი რიგგარეშე სესიაზე