ენმ არ არის პერსონების მოძრაობა, ის არის მეტი, ვიდრე პარტია და ამ იდეას ვერ ამარცხებს ვერვინ - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რანგში, პარტიის წევრებსა და დელეგატებს მიმართა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადახადა.

მელიამ პარტიის მომავალ მიზნებზე, გეგმებზე და განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მელია ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ეკუთვნის ხალხს, მის მხარდამჭერებს და დღეიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწორედ ასეთი გამჭვირვალობით, ხალხის უშუალო ჩართულობით მიიღებენ:

ნაციონალური მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ენმ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, ის არის მეტი, ვიდრე პარტია და ამ იდეას ვერ ამარცხებს ვერვინ.

ის, რაც ენმ-მ შეძლო 2012 წელს, არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარება, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა ქართულმა ოცნებამ და არჩევნების გაყალბების გზით, მიიტაცა ხელისუფლება. 

ოცნების ხელისუფლებამ საქართველო გადააქცია ერთი კაცის საკარმიდამედ, სადაც აღარ არსებობს დიდი მიზნები და დიდი ღირებულებები - მიმართა მელიამ ენმ-ს ყრილობას

პარტიის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა: 

დღეს აქ არ არის კაცი, რომელის იდეა იყო ასეთი გამჭვირვალობით და მაღალი ჩართულობით პოლიტიკური თავმჯდომარის არჩევა, არ არის კაცი, ვინც შექმნა პარტია, არ არის კაცი ვინც იყო ავტორი ვარდების რევოლუციის სასწაულის, არ არის ამ ქვეყნის თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი და აქედან მივესალმები მას, თქვენი სახელითაც მადლობას ვუხდი  ყველაფრისთვის რაც აქამდე უკეთებია, მაგრამ ზუსტად ვიცი, კიდევ უფრო მეტი წინ აქვს მასაც და საქართველოსაც მასთან ერთად. ისტორიის ახალი თავი დასაწერია, გამარჯვებამდე უკვე ცოტა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი" მიმართა მელიამ პარტიის მხარდამჭერეს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლევან ვარშალომიძეს - რომ არ ყოფილიყავი შენ, არ ვყოფილიყავი მე, ეს პროცესი ვერ შედგებოდა 

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ცენტრალურ ოფისში დღეს ყრილობა გამართა და ელექტრონული წესით არჩეული თავმჯდომარე ოფიციალურად დაამტკიცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი