ოჯახის ინფორმაციით, შალვა გულუა სახლში დაბრუნდა - ესებუა ისევ იძებნება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 21 დეკემბერს გაუჩინარებული შალვა გულუა, ოჯახის ინფორმაციით, უკვე სახლშია.

ის კამერებთან არ გამოჩენილა. ბიძა ადასტურებს, რომ გულუას უცხო პირებთან ჰქონდა დაპირისპირება, იყო რამდენიმე გასროლაც, თუმცა მისთვის უცნობია ვინ იყვნენ ეს პირები. თავად გულუა, ახლობლების ინფორმაციით, ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა მოტივს არ ასახელებს. 

გარდა ამისა, კატეგორიულად უარყოფს ბადრი ესებუასთან კავშირს და მის გადაყვანას, ასევე პოლიციის მიერ სპეცოოპერაციის ჩატარებას. 

საქმის მასალები ადვოკატს ჯერ არ გადასცემია, გულუა კი უწყებაში - სადაც თავადვე მივიდა - გამთენიამდე იკითხებოდა.

ოჯახი ამბობს, რომ ის არაა დაჭრილი და არც სხვა დაზიანებები აქვს.

ცნობისთვის, გულუა იმ ავტომობილის მფლობელია, რომელიც ნატყვიარი იპოვეს და რომლითაც, არსებული ვერსიით, სოფელ ყულიშკარში ბადრი ესებუა გადაადგილდებოდა ან მასთან გულუას საკვები მიჰქონდა. 

ბადრი ესებუას ბიძა ადასტურებს, რომ გაქცეული თავდამსხმელი შალვა გულიუას და მის ოჯახს კარგად იცნობდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებსთავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი